შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ მოქალაქეთა მიღება გამართა. გაეცნო ადგილობრივების საჭიროებებს და მათი მოგვარების შესაძლებლობები ადგილზევე განიხილა.
მერის ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველდღიურად იმართება და მიზნად ისახავს, ადგილობრივების ყოფითი, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას.